Главная > ბოლნისი / კრიმინალი > ფემიციდის ფაქტი ბოლნისში

ფემიციდის ფაქტი ბოლნისში


26-09-2023, 21:14. Разместил: mariko
ბოლნისში კაცმა შელაპარაკების ნიადაგზე. ცოლი დაჭრა, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ქალი გარდაიცვალა.

მამაკაცმა ცოლის შემდეგ, შვილი დაჭრა. ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და ის ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 118-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Вернуться назад