Главная > ბოლნისი / ეკონომიკა > დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანის მე-2 ეროვნულ ურბანულ ფორუმს ესწრება

დავით შერაზადიშვილი აზერბაიჯანის მე-2 ეროვნულ ურბანულ ფორუმს ესწრება


1-10-2023, 02:00. Разместил: mariko

29 სექტემბერს, ქალაქ ზანგილანში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ორგანიზებული აზერბაიჯანის მე-2 ეროვნული ურბანული ფორუმი გაიხსნა თემაზე: „მდგრადი ქალაქები, როგორც ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალა უთანასწორობასთან ბრძოლაში“.

ფორუმი ქალაქ ზანგილანსა და ბაქოში მიმდინარეობს, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დმანისის, გარდაბნისა და მარნეულის მერებთან ერთად ესწრება.

ფორუმის გახსნის ცერემონიას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესწრებოდა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ანარ გულიევი და გაეროს მოგვარების პროგრამის (UN-HABITAT) აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი მაიმუნა მოჰდ შარიფი. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღინიშნეს, რომ აზერბაიჯანის მე-2 ეროვნული ურბანული ფორუმი წარმატებული პლატფორმაა მსოფლიოში ურბანიზაციის პროცესების განსახილველად.

ფორუმის მიმდინარეობისას განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: ერთობლივი აღმშენებლობა - თანამშრომლობითი მიდგომები რეგიონული მდგრადობისა და მდგრადი განვითარებისთვის, ასევე სტრატეგიები, ქმედებები და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ფორუმის ფარგლებში ქვემო ქართლის დელეგაციამ ქალაქ ზანგილანში მიმდინარე აღდგენითი პროექტები დაათვალიერა და აგალის ,,ჭკვიანი“ სოფელი მოინახულა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი აზერბაიჯანში ვიზიტს 2 ოქტომბერს დაასრულებს. დავით შერაზადიშვილი ჰაბიტატის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.


Вернуться назад