Главная > ბოლნისი > ღვინის დღეები

ღვინის დღეები


5-10-2023, 01:58. Разместил: mariko
7-15 ოქტომბერი, საქართველოს მასშტაბით, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმართება ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“.

ბოლნისი
13.10.2023
ღონისძიების ადგილი: წისქვილის ქუჩა
საფესტივალო პროგრამის დასაწყისი: 17:00
• 17:00-19:00 ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00-19:00 კვების სივრცე: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
• 17:00-19:00 საგამოფენო სივრცეები „ქართული ღვინის ისტორია“.
• 17:00 - 19:00 საბავშვო აქტივობები: ღვინის ბოთლის ეტიკეტისა და თიხის ქვევრების მოხატვა, ხეზე ამოწვის გაკვეთილი და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
• 17:00-19:00 ქართული კუთხე: ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, ფელამუშის მომზადება, საწნახელში ყურძნის დაწურვა.

• 17:00 -18:30 ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.
• 17:00-18:00 Gigi Pianoman.
• 18:00 – 20:00 კონცერტი: ანსამბლი „ალილო“; ბენდი ¼ და ლინდა ადამია.
შემოგვიერთდით, ერთად აღვნიშნოთ ღვინის დღეები ღვინის სამშობლოში.

Вернуться назад