Главная > ბოლნისი / კულტურა > დღეს ბოლნისის კინოთეატრი პატარებს , “თავისუფალ ჩვენებაზე” ეპატიჟება!

დღეს ბოლნისის კინოთეატრი პატარებს , “თავისუფალ ჩვენებაზე” ეპატიჟება!


28-06-2023, 12:15. Разместил: mariko
დღეს ოთხშაბათს, 28 ივნისს, 16:00 საათზე, ბოლნისის კინოთეატრი პატარებს , “თავისუფალ ჩვენებაზე” ეპატიჟება!
კინოთეატრში მიწვეულ ბავშვებს ორგანიზატპრები უფასო სლაშითა და პოპკორნით გაგუმასპინძლდებიან.

,,ალბათ, საშვილიშვილოდ შეწყვეტთ დარდს იმაზე, რომ თანამედროვე ბავშვები ქართულ ანიმაციებს არ უყურებენ და ბევრმა "წუნა და წრუწუნას" ამბითაც კი "ვერ დააკავეთ შვილი ეკრანთან"...

სწორედ თქვენთვის და ძვირფასი პატარებისთვის, ბოლნისის კინოთეატრში, საქართველოს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილ ძველ ანიმაციებს ვაჩვენებთ!

დაკვირვების შედეგად, თავდაჯერებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვები ქართულ ანიმაციებს კი არა იუთუბზე ატვირთულ დაბალი ხარისხის ვერსიებს გაურბიან, რომელსაც, ბავშვობის ნოსტალგია რომ არა,
სავარაუდოდ, ჩვენც ვერ ვნახავდით სიამოვნებით...

მოკლედ, გელით და არ დაგავიწყდეთ, ამ შაბათს პატარებთან ერთად, თქვენც ბავშვობაში იმოგზაურებთ!
სეანსის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

თავისუფალი ჩვენება იმართება ორგანიზაციების “აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის” და “ბოლნისის კინოთეატრის” თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო შემეცნებითი მიზნებისთვის.”- წერია კინოთეატრის ღონისძიებების ანოტაციაში.

 ბოლნისის კინოთეატრში ჩვენებები იმართება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით

Вернуться назад