Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ტრენინგი მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისთვის

ტრენინგი მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისთვის


22-06-2023, 11:57. Разместил: mariko
ბოლნისელ მეღვინეთა საყურადღებოდ!
👥️ მიმდინარე თვის 23 რიცხვში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში იგეგმება ტრენინგის ჩატარება.
✅️ ტრენინგზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან: 👇
◾️სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სამართლებრივი ჩარჩო;
◾️სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია;
◾️მევენახეობა და ვენახების კადასტრი;
რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება;
◾️არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია;
◾️ხარისხის კონტროლი;
◾️სერტიფიცირების ეტაპები;
◾️ლაბორატორია;
◾️ეტიკეტირება;
◾️სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.
🆓️ აღნიშნულ ტრენინგზე დასწრებას შეძლებთ online (ონლაინ) სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ 👇 https://wine.gov.ge/Ge/Trainings… არაუმეტეს 40 მანაწილე.
🔄 დასწრება თავისუფალია.

Вернуться назад