Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება.


3-02-2023, 11:51. Разместил: mariko
ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები და კონსულტაციები გრძელდება.

3 თებერვალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად მოსახლეობას კიანეთში, ჯავშანიანში, საბერეთსა და მუშევანში შეხვდა.

2023 წელს პროგრამის ფარგლებში, სოფელ კიანეთში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სპორტული მოედნის შემოღობვა დასრულდება, ჯავშანიანში წყარომდე მისასვლელი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელი დასრულდება სოფელ საბერეთშიც.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მუშევანში კონსულტაციაზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი რაოდენობის მოქალაქე არ გამოცხადდა, საქართველოს მთავრობის N 654 დადგენილების შესაბამისად, სოფელში კონსულტაცია ჩაშლილად გამოცხადდა. დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში, მუშევანში კონსულტაცია ხელმეორედ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

Вернуться назад