Главная > ბოლნისი / საზოგადოება > სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგი გამართეს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ტრენინგი გამართეს


7-12-2022, 21:00. Разместил: mariko
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, 16 დღიანი კამანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ინიციატივით და მოწვევით, სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა, მერიის საკონფერენციო დარბაზში ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,ქალთა მიმართ და ჯახში ძალადობა", რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო, სახალხო დამცველის როლზე ქალთა უფლებების დაცვის პროცესში, ოჯახში ძალადობის პროცესებზე, დამცავ მექანიზმებზე და საკანონმდებლო რეგულაციებზე.

განხილული იყო ძალადობის ფორმები და საქართველოში არსებული პრაქტიკა.

Вернуться назад