Главная > ბოლნისი / განათლება > ბოლნისის მუნიციპლაიტეტის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი სკოლებში შესაძლოა ნაწილობრივ აღდგეს

ბოლნისის მუნიციპლაიტეტის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი სკოლებში შესაძლოა ნაწილობრივ აღდგეს


30-01-2021, 11:42. Разместил: mariko

ბოლნისის მუნიციპლაიტეტის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი სკოლებში შესაძლოა ნაწილობრივ აღდგეს.
ონლაინ გააგრძელებს სწავლას ბოლნისის პირველი საჯარო  და დაბა კაზრეთის მე-2 საჯარო სკოლები, ასევე ის სკოლები, რომელ მოსწავლეთა მშობლების უმრავლესობაც დისტანციურად სწავლის სისტემას აირჩევს.

იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკურად სწავლება აღდგება პედაგოგების გადააგილებას  მუნიციპალური ტრანსპორტი უზრუბველყობს - აცხადებენ ბოლნისის მუნიციპაკიტეტის საგანამანათლებლო რესურსცენტრში.

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო 1-ელი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას კვლავ აძლევს.

მისივე თქმით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ.




Вернуться назад