Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სტრესის მართვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სტრესის მართვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


26-07-2022, 15:13. Разместил: mariko

ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სტრესის მართვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე სტრესზე და მასთან გამკლავების გზებზე ესაუბრა.

პრეზენტაცია მოიცავდა საკითხებს, როგორიცაა: სტრესის წყაროები – საიდან ჩნდება და რა ზემოქმედებას ახდენს; სტრესთან გამკლავების სავარჯიშოები.

როგორც თანამედროვე ფსიქოლოგიაშია ცნობილი, სტრესი სამი ძირითადი ფაქტორით არის გამოწვეული: ყოველდღიური ცხოვრებისეულ სიტუაციები;  მოულოდნელი უარყოფითი და გლობალურ ცვლილები.

ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ სტრესისგან თავის დაღწევის გზები ამგვარია:

  • საკუთარ ცხოვრებაში სრული ჩართულობა;
  • საკუთარი ღირებულებებისკენ სწრაფვა;
  • საქმიანობაზე ფოკუსირება და უკეთ შესრულება;
  • მეტი სიამოვნების მიღება პროცესისგან;

ღონისძიება, გაიმართა პროექტის ფარგლებში „ Her home – ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა“, რომელსაც „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge” ახორციელებს  „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის განხორციელებას ადგილობრივი „ქალთა ოთახი“ უწყობს ხელს. თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ ბოლნისში პროექტის ფარგლებში უკვე მესამე შეხვედრა გაიმართა.

 

112 – გადაუდებელი დახმარების ცენტრი

14-81 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი

116-006  ოჯახში ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი

 



Вернуться назад