Главная > ბოლნისი > შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

შულავერი-შაუმიანი-სიონი-წერაქვის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს


2-05-2022, 18:56. Разместил: cira mgvdeladze

სარეაბილიტაციო გზა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, გზის მიმდებარედ უმეტესად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. აღნიშნული გზა ძლიერ იყო დაზიანებული და სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას


პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, კერძოდ საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას. ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას 


Вернуться назад