Главная > ბოლნისი / ქალი და სამყარო > ქალი მეწარმეები ,,კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის” შექმნით ინტერესდებიან

ქალი მეწარმეები ,,კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის” შექმნით ინტერესდებიან


11-04-2022, 19:00. Разместил: mariko
დღეს ბოლნისის მუნიციპაიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა თემაზე
,,კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობა”, რომელსაც ორგანიზაცია CENN- ის სოფლის მეურნეობის ექსპერტი ჯიმშერ კოშაძე უძღვება.

შეხვედრა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,, ქალი და სამყაროს” მიერ იყო ორგანიზებული პროექტის ,, ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად და კლიმატისადმი მდგრადი ქალთა ფერმერული მეურნეობის შესაქმნელად ბოლნისის მუნიციპაიტეტში.” ფარგლებში.

 შეხვედრის მონაწილე 20-მდე ქალი ფერმერი იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნო , რომელიც აუცილებელია კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის შესაქმნელად. შეხვედრაზე მოხდა ისეთ საკითხებზე ყურადრების გამახვილება , როგორიცაა კლიმატის ცვლილების როლი მიწის დეგრადაციაში და პირიქით, კულტურათა მონაცვლეობის მნიშვნელობა და მდგრადი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება.

პროექტს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,, ქალი და სამყარო” ქალთა ფონდის საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.

Вернуться назад