Главная > ბოლნისი / საზოგადოება > ბოლნისში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბოლნისში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა11-04-2022, 21:10. Разместил: mariko |
დღეს მერსი ქორფსის წარმომადგენლობამ საქართველოში (Mercy Corps Georgia) ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ .
შეხვედრას 18-35 წლის ახალგაზრდები და პროექტით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ და ის ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), პარტნიორ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად წარიმართა.
საინფორმაციო შეხვედრაზე გაჟღერდა ყველა ის ინფორმაცია, რაც დაგეგმილია პროექტის ფარგლებში ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების მიმართულებით. მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ მეტი ინფორმაცია პროექტის ბენეფიტებისა და მონაწილეობის პირობების შესახებ. პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისათვის“ (RDYE) ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. Вернуться назад |