Главная > ბოლნისი / ქალი და სამყარო > რადიო WW- მ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს უმასპინძლა

რადიო WW- მ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს უმასპინძლა


29-03-2022, 16:30. Разместил: mariko
დღეს რადიო WW და ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობდმენ.

შეხვედრას ,,ქალთა ფონდის» წარმომადგენლობა საქართველოში, ქვემო ქართლის მედია და დანიური ფონდების წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და მომავალი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი აქცენტების გაკეთება, რადიო WW- მ და ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარომ” საკუთარი შესაძლებლობებისა და საქმიანობის შესახებ მოახდინა ინფორმაციის მიწოდება სტუმრებისთვის, მათ კი თავის მხრივ გააჟღერეს დაინტერესების სფეროებო.

Вернуться назад