Главная > ბოლნისი > ბოლნისში ქალაქ-მმართველის სახლში გერმანული კულტურის ცენტრი განთავსდება

ბოლნისში ქალაქ-მმართველის სახლში გერმანული კულტურის ცენტრი განთავსდება


27-01-2021, 15:21. Разместил: mariko
ყოფილი სომხური სკოლის ძველ გერმანულ შენობას რეაბილიტაცია უტარდება

ძველი გერმანული შენობა 2007 წლის შემდეგ უფუნქციოდ იყო,რეაბილილიტაციის შემდეგ კი შენობაში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი განთავსდება.

პროექტი ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით ხორციელდება. პირველ ეტაპზე შენობის გადახურვა მოხდა , კედლები გამაგრდა და ფასადი რეაბილიტირდა. ამჟამად შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი გაეცნო  
“მალე ბოლნისში, ყოფილი სომხურ სკოლის შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი გაიხსნება, ეს კი ნათლად ადასტურებს ამ ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ისტორიული შენობის შიდა ინტერიერის მოწყობისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 356 000 ლარი გამოყო.

ბოლნისში ქალაქ-მმართველის სახლში გერმანული კულტურის ცენტრი განთავსდება

წყარო: ბოლნისის მუნიციპაიტეტის მერია

Вернуться назад