ქალაქ ბოლნისის წყალმომარაგების „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მოხდება

ნანახია: 586
სრული ინფორმაცია

,,ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 14 ივლისს, გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ბოლნისის წყალმომარაგების „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებზე." - ინფორმაცია ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა. 

როგორც დეპუტატის მიერ გაზიარებულ ინფდორმაციაში ვკითხულობთ
პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 10`258`000.00 ლარს . 
ტენდერზე წინადადებების მიღება 5 აგვისტოს იწურება , ხოლო გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიას უკვე 160 დღე ექნება იმისთვის, რომ სატენდერო წინანდადებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულოს. 

,,ვიმედოვნებ, რომ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება."- წერს მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, გოგი მეშველიანმა 25 ივნისის პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  ბოლნისში სასმელი წყლის მიწოდების საკითხზე კითხვა დაუსვა და სთხოვა საკითხის მოგვარებაში პირადად ჩაერთულიყო.

,,ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად ბოლნისის მთელი რიგი უბნები, დაბა კაზრეთის მაღალსართულიანი კორპუსები დაგვრჩა სასმელი წყლის გარეშე და სამწუხაროდ დღეს, დილით ქალაქში ფუნქციონირება შეწყვიტა ორმა საბავშვო ბაღმა იმის გამო, რომ სასმელი წყლის რეზერვი ამოეწურათ. ბატონო ირაკლი, მე ვიცი თქვენი გულისხმიერი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების სატკივარისადმი . არაერთი პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში დაგვხმარებიხართ ადრეც და მინდა გთხოვოთ, რომ პირადად ჩაერთოდ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში. ამასთან , თუ შესაძლებელია ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრათ რა ვადებშია საკითხის მოკლევადიანი ოპერატიული გადაწყვეტა და ასევე გრძელვადიანი მოგვარება . რათა ქალაქში და ამ დიდ დაბაში უზრუნველყოფილი იქნას სასმელი წყლის მისარები გრაფიკით მიწოდება.“- განაცხადა 25 ივნისის პლენარულ სხდომაზე გოგი მეშველიანმა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."