რა კითხვები დაუსვა გოგი მეშველიანმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე

ნანახია: 584
სრული ინფორმაცია

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და დაინტერესდა თუ რა კრიტერიუმებით მოხდება თანხის განაწილება მუნიციპალიტეტებზე პროგრამა „განახლებული რეგიონების ფარგლებში“

 

პარლამენტის მაჟორიტარ წევრს მიაჩნია, რომ საბიუჯეტო რესურსების სამართლიანი და მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის განაწილება, რეგიონების თანაბარი განვითარების მთავარი წინაპირობაა!

 

„ მე მაინტერესებს კონკრეტულად "განახლებული რეგიონების " ფარგლებში მთლიანად რა მოცულობით განისაზღვრება პროგრამის დაფინანსება და ასევე, საინტერესოა თუ რა პრინციპით , რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება თითოეულ მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა“ - გოგი მეშველიანის კითხვა გიორგი კაკაურიძეს

 

„ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა დღეს აქ , პირველ რიგში ვგულისხმობ ინფრასტრუქტურის სამინისტროს  ნაწილში.თქვენ ბრძანეთ, რომ დაახლოებით  90 მილიონი ლარით იზრდება ასიგნებები და ამასთან ეს გათვალისწინებულია   პროგრამის „განახლებული რეგიონები“  დასაფინანსებლად და გარდა ამისა  გარკვეული ზრდა იქნება რეგ ფონდის მიმართულებთ და როგორც ვხვდები ეს შიდა პროგრამებს შორის გადანაწილების ფარგლებში ხდება .  განაცხადა მეშველიანმა ოთხი კომიტეტის სხდომაზე,  სადაც საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - - პროექტი 4)“ N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება განიხილებოდა  საკითხი  გიორგი კაკაურიძემ  - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილემ წარადგინა.

 

მაჟორიტარის თქმით - იმის გამო, რომ ჩვენ წლის დასაწყისში გარკვეულწილად შემცირებული გვქონდა რეგ ფონდის თანხები , გარკვეული შეფერხებები იყო პროგრამების განხორციელებათი. თქვენ მოგეხსენებათმ, რომ ბევრი  მუნიციპალიტეტისთვის  მთავარი ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად სწორედ რეგ ფონდი გახლავთ  და რათქმაუნდა მივესალმები , რომ რეგ ფონდის მოცულობის აღდგენა ხდება  და ასევე, მივესალმები, რომ ეს ახალი პროგრამა „განახლებული რეგიონები“  ძალიან ბევრ სასიკეთო  ცვლილებას და ძვრას მოიტანს რეგიონალური, მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის განახლების კონტექსტში  თუმცა ასევე მნიშვნელოვანია , რომ ეს თანხები იყოს სამართლიანად და კონკრეტული წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით განაწილებული.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."