პირველი პრემიერა ბოლნისის კინოთეტრში, ფილმით ,,ღორი" და ტრადიციული ბატიბუტით გაიხსნა

ნანახია: 564
სრული ინფორმაცია

წლების შემდეგ მხატვრული ფილმის ,,ღორი" საჩვენებლად მაყურებლისთვის პირველად გაიღეო ბოლნისის კინოთეატრი.
წლების შემდეგ, პირველად აინთო დარბაზში დიდი ცისფერი ეკრანი და წლების შემდეგ პირველად ბოლნისის კინოთეატრში ფილმში არსებული დიალოგების ხმა ექოდ ისმოდა შესაასვლესა და ფოიში. 

პირველი პრემიერა ბოლნისის კინოთეტრში, ფილმით ,,ღორი" და ტრადიციული ბატიბუტით გაიხსნა

პირველი ფილმის ჩვენება , თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ 13 ივნისს, კვირას გადაწყდა და პრემიერისთვის ახალგაზრდების ჯგუფმა , გიგა ლიკლიკაძის ფილმი “ღორი” წარადგინა.

“ღორი” გიგა ლიკლიკაძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი მსოფლიო პრემიერა კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

 ფილმს საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი, რომელიც რეჟისორმა საინფორმაციო გამოშვებაში მოისმინა და მოგვითხრობს უცხო სოფელში, მძევლად აყვანილ ახალგაზრდა ბიჭზე, რომლის გამოსასყიდად გამტაცებლები ოჯახს 300 ლარს სთხოვენ. ოჯახი 300 ლარს ვერ შოულობს და სანაცვლოდ, გამტაცებლებს ერთ ღორს შესთავაზებს.
“საოცარი მინიმალიზმითა და ნატურალისტურად გამოსახული ქართული რეალობა, სადაც ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ერთი ცოცხალი ღორის ფასი, 300 ლარი ღირს.”

„ღორი“ წარმოუდგენელი დახვეწილობითა და თავდაჯერებული ზომიერებით აერთიანებს პოეტურობასა და ერთი შეხედვით საპირისპირო, ვულგარულ და ხისტ ენობრივ მხარეს.”
”ღორი“ ქართული ფილმია, პირველ რიგში, ქართველივე მაყურებლისთვის გადაღებული.”

 ბოლნისის კინოთეატრის მხარდამჭერ ჩვენებას დაესწრო თავად რეჟისორიც და ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელს  შესაძლებლობა ქონდა შთაბეჭდილებების გაზიარებისა და დისკუსიასი ცართვის 

 კინოთეატრი გააგრძელებს მხარდამჭერ კინოჩვენებებს და ორგანიზატორებს კი გადაწყვეტილი აქვთ ბევრ ქართველ რეჟისორს უმასპინძლონ ბოლნისში. ამით ძველი, მიტოვებული კინოს შენობა, მოქმედ კინოთეატრად გადაიქცევა.

რადიო WW


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."