გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" - ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ბიზნესში გენდერულ თანასწორობაზე

ნანახია: 794
სრული ინფორმაცია

ვსაუბრობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და  ბიზნესში გენდერულ თანასწორობაზე, რაც გულისმობს არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობას საერთო საქმის კეთების დროს, არამედ თანაბარ ანაზღაურებასაც.

საქსტატის ეროვნული სამსახურის  2019 წლის სტატისტიკური მონაცემები ,,ქალი და კაცი საქართველოში“  კარგად გვიჩვენებს ქალებისა და მამაკაცების არათანაბარ უფლებიანობასა და არათანაბარ გარემოს ბიზნესსა და ეკონომიკური დასაქმების ადგილებში.

შრომის არათანაბარი ანაზღაურების საკითხი ხშირად ხდება დისკრიმინაციის საფუძველი. 2019 წლის მონაცემებით, ბიზნესში დასაქმებული ქალების საშუალო ხელფასი, სხვადასხვა სექტორების მიხედვით, 600 ლარამდეა, ხოლო მამაკაცების 900 ლარზე მეტი. შესაბამისად  სახეზეა სამუშაო ადგილზე თანაბარი საქმის კეთებისას, გენდერულად არათანაბარი პირობები.

ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენს სტუმრებთან ერთად, რომლებიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თითოეული მათგანი ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს პროექტს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

გადაცემის სტუმრები კი არიან: ორგანიზაცია : ,, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის” დამფუძნებელი - ლეილა სულეიმანოვა და ორგანიზაციის ,,წარმატებული ქალი ძლიერი საზოგადოება"  თავმჯდომარე  - ლიკა  ციხელაშვილი. 


  


  

მასალა მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 




    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."