,,მოვედი და დამხვდა 15 წლის წინანდელი პრობლემები ", -ბოლნისის ,,სიონის" დირექტორი ლევან სილაგაძე

ნანახია: 659
სრული ინფორმაცია

,,15 წლის წინაც იგივე პრობლემები იყო ,,სიონში", რაც დღესაა, ბაზის არ ქონა. მოვინახულე რატევნის სტადიონი და ისეთივე ვითარეება დამხვდა, როგორც ჩემი ვარჯიშის დროს იყო, თუ უარესი არა, ეს პირველ რიგში თვითმმართველობის და სახელმწიფოს გადასაჭრელი საკითხია", - ეს განცხადება საფეხბურთო კლუბის ბოლნისის ,,სიონის" ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ რადიო WW- ის პირდაპირ ეთერში დღეს გააკეთა.

როგორც თავად განაცხადა, მისი მიზანია ბოლნისის ,,სიონი " უმაღლეს ლიგაში დააბრუნოს. 


,,როდესაც ,,რუსთავში" (ს.კრუსთავი) მივედი იქაც არ იყო ბაზა და ხან მარტყოფში გვიწევდა ვარჯიში და ხან სად, ეს იყო ფუჭად გადაყრილი თანხა, მართალია ამით გუნდის ფორმა შენარჩუნდა, მაგრამ სტანდარტის დაცვა ბევრად რთულია. ყველა განვითარებულ ქვეყანაში სტადიონები მუნიციპალურია და ისინი მუნიციპალიტეტის საზრუნავია, მას ეკისრება სტადიონების მოვლა-პატრონობა. თუ გვინდა ფეხბურთის განვითარება, ეს ინფრატრუქტურის გარეშე გართულდება. კიევის ,,დინამოს" მაგალითს მოვიყვან: ჩვენთან ასეა, ითამაშე ფეხბურთი, წადი სახლში. კიევის ,,დინამომ" თავის პიკს იმით მიაღწია რომ თამაშის შემდეგ, ბაზაზე ტოვებდა ფეხბურთელს და ეხმარებოდა დახარჯული ენერგიის აღდგენაში. ესაა მაღალი სტანდარტი და ამას უნდა მივაღწიოთ", - განაცხადა საფეხბურტო კლუბ ,,სიონის" ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ.

შეგახსენებთ უკვე ერთი კვირაა, საფეხბურთო კლუბ ,,სიონს’’ ახალი დირექტორი ჰყავს. დღეს ლევან სილაგაძემ ვრცელი ინტერვიუ რადიოWW- ის მისცა. სილაგაძის მთავარი მიზანი კლუბის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა.

ახალი ხელმძღვანელი  ფეხბურთისა და სპორტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ლევან სილაგაძისთვის ბოლნისური კლუბი უცხო არ არის , იგი წლების წინ, "სიონის" ღირსებას იცავდა. ბოლო წლებში საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" დირექტორის თანამდებობა ეკავა. 

ლევან სილაგაძემ აღნიოშნულ თანამდებობაზე ლევან სანიკიძე შეცვალა

გადაცემის ყურება შეგიძლიათ რადიოWW-ის პირდაპირი ეთერის საშუალებით (+VIDEO -1:35)


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."