ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარომ” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით მეოთხე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში.

ნანახია: 150
სრული ინფორმაცია

შეხვედრა პროექტის „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ფარგლებში მოეწყო და მას სოფელში მცხოვრები ადგილობრივი ქალები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

თითოეულმა მათგანმა ყველა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება , რომელიც კლიმატის ცვლილების გავლენებსა და შედეგებს უკავშირდება, როგორც გარემოზე სოფელში, ისე მოსახლეობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენად მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვა, ფოთლების კომპოსტირება, დედამიწის რესურსების დაზოგვა, გლობალური პრობლემების ადგილობრივი გადაწყვეტა და ამით ემისიების შემცირება.

პროექტი „ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" ხორციელდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და ენერგო ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების მიმართ შემდეგი აქტივობების განხორციელებას.

პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლიდან და ქალაქიდან შეირჩევა ხუთი კლიმატის ელჩი ქალი/გოგონა, რომლებიც საკუთარ სოციუმში კლიმატის ცვლილების ემისიების შესამცირებლად სხვადადსხვა ღონისძიებებს განახორციელებენ, გამართავენ ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრებს.

პროექტი გულისხმობს ახალგაზრების ჩართულობასა და სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივების გახორცოელებას.

პროექტი ,,ქალთა ინიციატივა - დაზოგე ენერგია - შექმენი ნათელი მომავალი" 2025 წლის მარტში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.
„ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო WW და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს.”

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარომ” ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW - თან თანამშრომლობით მეოთხე საინფორმაციო შეხვედრა გამართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთაში.



 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."