"ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობა, ჩართულობის ხელშეწყობა=მონაწილეობას" - პროექტის ფარგლებში დღეს სოფელ ბოლნისში შეხვედრა ჩავატარეთ ქალებთან.

ნანახია: 43
სრული ინფორმაცია

ორგანიზაციის "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა" თავმჯდომარე, სამირა ისმაილოვა გოგონებსა და ქალებს ესაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაზე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისათვის ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის უფლებასა და შესაბამის ვადებზე. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურებზე.


შეხვედრაზე ვაჩვენეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული სომხურენოვანი ვიდეო - რგოლები. დავურიგეთ ორენოვანი (ქართულ - სომხური) ბუკლეტები.


შეხვედრას ესწრებოდნენ გოგონები, რომლებიც ოქტომბრის თვეში გახდნენ 18 წლის. აინტერესებდათ მონაცემების გადამოწმება, იყვნენ თუ არა ერთიან საარჩევნო სიაში. ცესკოს საიტზე ვაჩვენეთ შესაბამისი ველი, სადაც გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები.


შეხვედრის მონაწილეებმა გვითხრეს, რომ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი და დროული ინფორმირება, რასაც მწორედ მსგავსი შეხვედრები უწყობს ხელს.


შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Heks-Eper საქართველო ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: Radio WW The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი


"ეთნიკური უმცირესობის  ინფორმირებულობა, ჩართულობის ხელშეწყობა=მონაწილეობას" - პროექტის ფარგლებში დღეს სოფელ ბოლნისში შეხვედრა ჩავატარეთ ქალებთან.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."