სრული ინფორმაცია
13-14 ოქტომბერს, "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" ოფისში საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვან საქართველოსთან" თანამშრომლობით, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა აქტიურ ახალგაზრდებთან.
ახალგაზრდები ტრენინგზე გაეცნენ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების არსს, დამკვირვებელთა უფლებებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, არჩევნების დღის პროცედურებს, სადამკვირვებლო ფორმას და სადამკვირვებლო ფორმის საკომუნიკაციო სავარჯიშოებს, დარღვევის სახეობებსა და ინციდენტის ფორმებს.
გაიარეს ტესტირება და წარმატებული შედეგის მქონე ახალგაზრდები დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Heks-Eper საქართველო ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი Radio WW