სრული ინფორმაცია
დღეს სოფელ მუშევანსა და სოფელ დარბაზში შეხვედრა ჩავატარეთ ქალებთან.
"ეთნიკური უმცირესობის ინფორმირებულობა, ჩართულობის ხელშეწყობა=მონაწილეობას" პროექტის ფარგლებში "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" თავმჯდომარე, სამირა ისმაილოვა ქალებს ესაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღის, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურების შესახებ.
შეხვედრაზე ვაჩვენეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული აზერბაიჯანულენოვანი ვიდეო- რგოლები. დავურიგეთ ორენოვანი ბუკლეტები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დარბაზი არის ერთ-ერთი სოფელი, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტარდება ძველი მეთოდით.
ქალებმა გვითხრეს, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო საინტერესო, მნიშვნელოვანი.
კარგი იქნებოდა თუ მათ სოფელშიც ახალი მეთოდით ჩატარდებოდა არჩევნები, რადგან ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები ბევრად უფრო სანდოა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს Heks-Eper საქართველო ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: The Union of Azerbaijani Women of Georgia / აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი Radio WW
