სრული ინფორმაცია
გერმანულ უბანში ,,ბოლნისქალაქობა 2024" -ის გაიმართა .ღონისძიება გუშინ გვიან საღამომდე გაგრძელდა .
სახალხო დღესასწაულს უამრავი ადგილობრივი და ჩამოსული ტურისტი სტუმრობდა.
საბავშვო შემეცნებით, გასართობ და სპორტულ ღონისძიებების პარალელურად , ანიმაციური გმირები, კარნავალით და ატრაქციონებით ართობდნენ პატარებს.
ღვინისა და ტრადიციული კერძების ადვილზე დამზადება -დაგემოვნების შემდეგ პომპეზურად დაიწურა ყურძენი. იყო ბოლნისური ღვინოების გამოფენა და დეგუსტაცია.
20:00 საათიდან კი ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საპატიო ბოლნისელის ტიტული კი ერგოთ:
👉ღვაწლმოსილ პედაგოგს -ნელი ნემსიწვერიძეს
👉ექიმსა და მედიცინის მუშაკს -ნინო ბიწაძეს
👉პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს- რამიზ ბაგიროვს
👉მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს- რეზო ამაშუკელს
👉ფილოლოგსა და ს.ს. ორბელიანის სახ მუზეუმის დაარსების თანაავტორს -რევაზ სირაძეს
👉ღვაწლმოსილი ბოლნისელს, დასუფთავების თანამშრომელს - კაკო აბრამიშვილს
👉ოფთალმოლოგს -ელიკო შენგელიას.
,,ბოლნისქალაქო 2024”- ის საღამო ზვიად ბოლქვაძის საავტორო გალა-კონცერტით დასრულდა.