სრული ინფორმაცია
ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
ბოლნისსი სიონის ქუჩაზე ქვაფენილის დაგებისთვის 600 ათასი ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება 215 გრძივი მეტრი გზა, ასევე, მოეწყობა ღობეები და გარე განათების ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს.
სიონის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.
სიონის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.