3 დღიანი ტრენინგ-კურსი ,,რადიო ჟურნალისტიკაში“.

ნანახია: 393
სრული ინფორმაცია

დღეს 12-მა მოხალისე ჟურნალისტმა გოგონამ დაასრულა 3 დღიანი ტრენინგ-კურსი ,,რადიო ჟურნალისტიკაში“. ტრენინგს ჟურნალისტი და ქალთა სათემო რადიო ვი ვი-ის დამფუძნებელი მარიკო წიქორიძე უძღვებოდა. მოხალისე ჟურნალისტებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: მედია მაუწყებლობის სპეციფიკა,გენდერის როლი ჟურნალისტიკაში და მედია ეთიკა. პრაქტიკული დახელოვნება კი მოხალისეებმა  ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW-ში გაიარეს.




გერმანული საერთაშორის ორგანიზაცია DWW ინტერნეიშენალი საქართველოში არსებულ 13 ზრდასრულთა განათლების ცენტრში იწყებს პროექტს ,,ჰერ ვოის-შენი ხმა“ , რომელიც  სამოყვარულო ქალთა რადიოების ჩამოყალიბებას გულისხმობს. მოხალისე ჟურნალისტების შესარჩევად 7 დან 15 ივნისამდე ბოლნისის ზრდასრულტა განათლების ცენტრმა კონკურსი გამოაცხადა . შეირჩა 12 მოხალისე , რომლებიც 2024 წლის დეკემბრამდე ქალტა რადიოში რეპორტაჯებს მოამზადებენ.



მოხალისე ჟურნალისტებისათვის ტრენინგები სამი დღის მანძილზე  21 დან 23 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მოხალისე ჟურნალიტები თვეში 2 ჯერ რეპორტაჟებს ოთხ ჯგუფად მოამზადებენ.


3 დღიანი ტრენინგ-კურსი ,,რადიო ჟურნალისტიკაში“.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."