სრული ინფორმაცია
საქართველოს მთლიანი მიწების დაახლოებით 25%-ს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50%-ზე მეტს საძოვრები შეადგენს. მეცხოველეობა, რომელიც წარმოადგენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის საარსებო წყაროს, დამოკიდებულია საძოვრების მდგომარეობაზე და პროდუქტიულობაზე. საძოვრები მეცხოველეობის სექტორს უზრუნველყოფს იაფი და ხელმისაწვდომი საკვები ბაზით, რომლის გამოყენება შესაძლებელია წლის სხვადასხვა დროს. საძოვრების გამოყენება პირუტყვის გამოსაკვებად მნიშვნელოვნად ამცირებს საკვების შესყიდვის აუცილებლობას, განსაკუთრებით მეცხვარეობაში, ასევე საქონლის ხორცის კომერციული წარმოების შემთხვევაშიც და იმ მცირე ოჯახური მეურნეობებისთვის, რომლებიც მისდევენ მესაქონლეობას. სამწუხაროდ, კლიმატის ცვლილება და ადამიანური (ანთროპოგენული) ფაქტორები, იწვევს საძოვარი სავარგულების დეგრადაციას, რაც დღის წესრიგში აყენებს საძოვრების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვას. მინდვრის დღეზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
. საძოვრების დეგრადაცია და გამომწვევი ფაქტორები;
. საძოვრების ნაყოფიერების/პროდუქტიულობის აღდგენა-შენარჩუნება და მდგრადი მართვის პრაქტიკები;
. ძოვების სისტემები;
. საძოვრების მდგრადი მართვის ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები;
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის "მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით", ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის Global Environment Facility ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO Georgia. აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი REC Caucasus. პროექტის პარტნიორია CENN