ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,თამარიონი" 20 წლისაა

ნანახია: 333
სრული ინფორმაცია

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე ანსამბლ „თამარიონის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მაყურებლისთვის სცენაზე არაერთი ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა.

ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, კულტურის ცენტრის დირექტორი სოსო კოპალეიშვილი და ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე გელიაშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ანსამბლს საიუბილეო თარიღი მიულოცა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული შემოქმედებითი წვლილისთვის კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა ანსამბლი „თამარიონი“, მისი ხელმძღვანელი თამარ რეხვიაშვილი, ქორეოგრაფები დავით ჩიხლაძე და ანი რეხვიაშვილი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."