ხვალ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

ნანახია: 235
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხვალ  22 ნოემბერს 12:00 საათზე მოხდება 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ , საკრებულოს 2024 წლის ბიჯეტის პროექტის დოკუმენტი უკვე წარუდგინა .
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხვალვე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კანონის თანახმად, მოუწევს უპასუხოს საკრებულოს ოპოზიციური დეპიტატების მიერ წერილობით წარდგენილ საკითხებს , რომელიც სწორედ 2024 წლის ბიუჯეტის არარელევანტურად დაგეგმვაზე აკეთებს აქცენტს. 
ბოლნისის მუნიცპალიტეტის საკრებულოს, ფეაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით, 20 ნოემბერს მიმართეს  და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ არაერთგზის დაყენებული საკითხების გათვალისწინება მოსთხოვეს , რომელთა მოგვარებაც ვერ მოხერხდა მიმდინარე საბიუჯეტო წელს.

,,1. ქალაქ ბოლნისის ურბანული განვითარების გენერალური გეგმა. 2. პირველკლასელთა უფასო კვებით უზრუნველყოფა. 3. ქალაქ ბოლნისში იაკობ ხუცესის ქუჩის რეაბილიტაცია. 4. ქალაქ ბოლნისში ე.წ. შუა არხის რეაბილიტაცია. 5. ქალაქ ბოლნისში ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სავალალო მდგომარეობაში მყოფი სკვერის აღდგენა. 6. ქალაქ ბოლნისში აღმაშენებლის ქუჩა #5-დან  #35-მდე მდებარე ბულვარის რეაბილიტაცია. 7. ქალაქ ბოლნისში დ აღმაშენებლის ქუჩა #27და #31 მდებარე საცხოვრებელი  კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია და ტერ,იტორიაზე ინტენსიური მოძრაობის გამო (მწოლიარე პოლიციელის) მოწყობა.  8. ქალაქ ბოლნისში სულხან საბა ორბელიანის ქუჩა# 190 მდებარე საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია.9. სოფელ რატევანში არსებული სტადიონის მოედნის ხელოვნური საფარით მოწყობა. 10. სოფელ ქვეშის რიტუალების სახლის რეაბილიტაცია."- წერია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საკრებულოსთვის წარდგებილ წერილში . 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი 32800,0 ლარით განისაზღვრა სუბსიდირებული თანხების გარეშე
იხილეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."