CENN- მა მარადისში ქალთა კოოპერატივი ,, მწვანე მარადისი" და სასათბურე მეურნეობა ოფიციალურად გახსნა

ნანახია: 508
სრული ინფორმაცია

9 დეკემბერს , მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში CENN- მა HEKS-EPER-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტისკლიმატის  მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა -PRAISE MARNEULI“ ფარგლებში სოფელ მარადისში სადემონსტრაციო ნაკვეთზე მოწყობილ სასათბურე მეურნეობას გახსნა.

სადემონტრაციო ნაკვეთისა და სასათბურე მეურნეობა  ქალთა კოოპერატივის , მწვანე მარადისის" ბაზაზე მოეწყო. კოოპერატივი კი პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მასში 9 მარადისელი მეწარმე ქალი გაერთიანდა.

კოოპერატივის წევრებმა გადამზადების ტრენინგებისა და პრაქტიკული სწავლების გავლის შემდეგ დახურულ გრუნტში ჩითილების გამოყვანის პროცესიც დაიწყეს.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, დამსწრეებს საშუალება ქონდათ ინფორმაცია მიეღოთ პროექტისა და სასათბურე მეურნეობის მოწყობის შესახებ, ასევე კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკების,  სასათბურე, სადემონსტრაციო ნაკვეთის შესახებ,  სადაც სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების ჩითილები წარმოება ხდება. 

ღონისძიების ბოლოს კი დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს,  როგორც სარგავი სუბსტრატის მომზადებაში , ისე სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების თესვაში.

სადემონსტრაციო ნაკვეთის გახსნის ღონისძიება ორგანიზებული იყო CENN-ის მიერ HEKS-EPER-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის ,,კლიმატის მიმართ მდგრადი  სოფლის მეურნეობა- PRAISE MARNEULI”, რომელიც 2021 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება .


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."