ქვემო ქართლში თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდისთვის პროექტი მიმდინარეობს

ნანახია: 289
სრული ინფორმაცია

„ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“-ს 2021 წლის შედეგების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩამორჩება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს და მისი შედეგები ამგვარია:


საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 12%;


ელექტრონული მმართველობა – 21%;


მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – 3%;


სწორედ, ამ გამოწვევას უპირისპირდება ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია - QvemoQartli.ge” პროექტით: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის.“


ინიციატივის მიზანია ბოლნისის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერა, მათი საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. რისთვისაც, ორივე უწყებასთან, პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მერაბ ცინდელიანი.


ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის, როგორც მერიამ ასევე საკრებულომ შექმნეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ მუნიციპალიტეტის 2021 წლის ინდექსის შედეგები. ხდება საჯარო ინფორმაციის, ეტაპობრივი, განთავსება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.


„ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი არის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც გვიჩვენებს, რომელი მუნიციპალიტეტი როგორ იცავს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხს. ეს ის სივრცეა, სადაც მაჩვენებლების გაუმჯობესება, აისახება თვითმმართველობის მუშაობის ხარისხზე. მართალია, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტი მხოლოდ ბოლნისია, თუმცა ჩვენ შევეცადეთ ერთის მხრივ საექსპერტო მხარდაჭერა მიგვეწოდებინა ამ მუნიციპალიტეტისთვის, მაგრამ ინდექსის შედეგები გაგვეანალიზებინა სხვა მუნიციპალიტეტების მაგალითზეც. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში სტატიების სერია მოვამზადეთ ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის შესახებ. ამით, ერთგვარად, ვცადეთ მათი ყურადღება კიდევ ერთხელ გაგვემახვილებინა თვითონ ინდექსის და ინდიკატორების მიმართ, რომელიც განსაზღვრავს თვითმმართველობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხს“, -პროექტის მენეჯერი, მანონ ბოკუჩავა.


პროექტი  ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."