უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

ნანახია: 431
სრული ინფორმაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, არამალფუჭებადი საკვები და პირველადი მოხმარების საგნები შეგროვდა.

ჰუმანიტარულ აქციაში მოქალქეებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 3 სკოლაც ჩაერთო.
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შეგროვებული ტვირთის მობილიზება თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში ხდება, რის შემდეგაც, სახმელეთო გზით უკრაინაში გაიგზავნება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოჰყო. გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ შტაბში მოქალაქეებმა, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნები შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი სამმა სკოლამაც შეაგროვა. გამოჩენილი გულსხმიერებისთვის ჩვენს მოქალაქეებს, მოსწავლეებს მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის სურვილი არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."