ბოლნისის მუნიციპალიტეტი მომავალ პირვეკლასელებს წიგნს „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცემს

ნანახია: 488
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მომავალ პირვეკლასელებს წიგნს „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცემს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პროექტ „ეტალონის“ დამფუძნებელთან, გოჩა ტყეშელაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა წიგნის „პირველკლასელთა აკადემია“ აზერბაიჯანული ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას მერის მოადგილეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მომავალ პირველკლასელებს „პირველკლასელთა აკადემიის“ ქართული და აზერბაიჯანული გამოცემები უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აღნიშნული წიგნი მუნიციპალიტეტმა სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს უკვე გადასცა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი „პირველკლასელთა აკადემიის“ ავტორთან, გოჩა ტყეშელაშვილთან თანამშრომლობას აგრძელებს. დღეს ბატონმა გოჩამ წიგნის აზერბაიჯანული ვერსია გაგვაცნო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, წიგნები მომავალ პირველკლასელებს საჩუქრად გადეცემათ. ვფიქრობ, ეს წიგნი ჩვენს პირველკლასელებს დაეხმარება ადვილად შეისწავლონ ქართული ენა და ადვილად შეძლონ სასკოლო ცხოვრებასთან ადაპტაცია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."