მე ვარ მედიაწიგნიერი

ნანახია: 613
სრული ინფორმაცია

თითოეული ადამიანს გააჩნია მედია ხედვა რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც დილით ვდგებით და ტელეფონს ვიღებთ, რომელ გვერდებს ვამოწმებთ და საიდან ვიღებთ ინფორმაციას ყველა ეს წყაროები ქმნიან ჩვენს „მედია ხედვას“
ნანა ალიევა , ბოლნისი 
მაგ: ინსტაგრამის რომელი გვერდს ადევნებთ თვალს, რომელ არხებს უყურებთ ტელევიზორის ჩართვისას ან რადიოს რომელ არხს უიყურებთ ან უსმენთ. ჩვენს მედია ხედვაში შეიძლება შედიოდეს პროპაგანდის შემცველი ამბები, პიარ კამპანიები, რეკლამები და გასართობი პოსტები.

სიახლე არის მედია პროდუქტი, რომელიც გადმოგვეცემა ფაქტების სახით, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას მომხდარი/განვითარებული მოვლენის შესახებ. ხოლო პროპაგანდა, კი პირიქით ჩვენს ქვეცნობიერზე და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას მოხდენის სხვადასხვა საშუალებაა, განსხვავებით პიარ კამპანიებისგან რომელიც კომერციულ მიზანს ემსახურება, მსგავსი ფორმის მატარებელია რეკლამები. შემდგომ მოდის ცრუ ინფორმაცია.

რა არის ცრუ ინფორმაცია? ცრუ ამბები ან დეზინფორმაცია ჟურნალისტიკის სახეობაა იგი შედგება მიზანმიმართული დეზინფორმაციის ან ქაოსისგან, რომელიც ვრცელდება ტრადიციული ბეჭდური მედიის ან ონლაინ სოციალური მედიის საშუალებით. ცრუ ამბების ან დეზინფორმაციაის უკან სხვადასხვა მოტივი იმალება.

ცრუ ინფორმაცია აუცილებელია პროპაგანდისთვის და შეიძლება ჩანდეს რეალურ ინფორმაციად, მაგრამ შეიცავს ყალბ ელემენტებს. ცრუ ინფორმაცია ზოგჯერ შეიძლება იყოს სრულიად ყალბი ან ასახავდეს ძალიან მცირე სიმართლეს.

ამიტომ, ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხალხის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა, არამედ საზოგადოების დაბნეულობის გამოწვევაც.
ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზეზები: 1. შემოსავლის მიღება
                                                  2. საზოგადოების აზროვნებაზე გავლენის მოხდენა.
                                                  3. მხარდაჭერის შეგროვება
                                                  4. მოწინააღმდეგის დაშინება. ცრუ ინფორმაციის იდენტიფიცირების
                                                  5 გზა;
● დომენების დასახელება: “.com.co”, “.co”-ისა და მსგავის უჩვეულო დაბოლოებების დომენებს არ ენდოთ.
● განმცხადებლის მისია: შეამოწმეთ განყოფილება "ჩვენს შესახებ". ინფორმაცია შეიძლება.
● ავტორი: შეამოწმეთ სიახლეების ავტორის ვინაობა. გსმენიათ მისი სახელი დღემდე? თუ ჰქონია გამოქვეყნებული სხვა სტატიები ან ნაწერები და დადებითის შემთხვევაში, რა თემებზე? შესაძლებელია თუ არა მასთან დაკავშირება? რა რეპუტაცია აქვს ავტორს?
● ციტატები: შეამოწმეთ მასალაში გამოყენებული ციტატების სიზუსტე. ვის ეკუთვნის? მითითებულია თუ არა ციტატების ავტორი ნათლად? გაითვალისწინეთ, რომ ციტატა და ავტორი შეიძლება იყოს სწორი/ნამდვილი, თუმცა ავტორმა შესაძლოა ეს სრულიად განსხვავებული გაგებით თქვა.
● წყაროები: დარწმუნდით, რომ ინფორმაცია მხარდაჭერილია შესაბამისი წყაროების მიერ. პირადად შეამოწმეთ აღნიშნული წყაროების სანდოობა. შეესაბამება ეს ინფორმაცია თავდაპირველ წყაროს? პროპაგანდის ჯგუფები, როგორც წესი, მანიპულირებენ სტატისტიკით, ამიტომ იპოვეთ სტატისტიკის წყარო, კვლევითი კომპანია და შეამოწმეთ არის თუ არა კვლევის მეთოდები სანდო.
1 . გამოგონილი ამბები - ფაბრიკაცია;
2. მანიპულაციური კონტენტი
3. სატირა და იუმორი. ნება მომეცით მოკლედ მოგიყვეთ მათ შესახებ.
1 . გამოგონილი ამბები; ინფორმაცია არის მთლიანად გამოგონილი და მასm რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია
2. მანიპულაციური კონტენტი მანიპულირებისას საზოგადოების დაბნეულობის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა ინფორმაცია.
3. სატირა და იუმორი. სატირითა და იუმორით სავსე ყალბი ამბები. ვინ არიან ტროლები?
ტროლი არის პირი, რომელიც ქმნის დაპირისპირებას ონლაინ სივრცეში დისკუსიების არგუმენტებად გადაქცევითა და აგრესიის გამოვლენით. როგორც წესი პროვოკაციის შემცველი პოსტები და კომენტარები, სოციალური მედიის მომხმარებლებში იწვევს ემოციურ ზეგავლენას რომელიც შემდგომ ხელს უშლის ჯანსაღ დისკუსიას ამა თუ იმ თემაზე. როგორ ამოვიცნოთ ტროლები? ტროლები იყენებენ ყალბი პროფილებს, ამიტომაც;
1. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ პროფილის სურათს (შეამოწმეთ სურათი, მოძებნეთ სურათი „google image”-ის საშუალებით)
2. მიაქციეთ ყურადღება მეგობრების რაოდენობას (როგორც წესი მათ ცოტა მეგობრები ჰყავთ)
3. შეამოწმოთ „about” განყოფილება. 4. ისინი როგორც წერენ დიდ კომენტარებს წერენ. მანიპულირება და ყალბი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ძირითადი მარკერები:
• ინფორმაცია გამავრცელებელი საეჭვო გვერდები;
• ზოგიერთი ინფორმაციის ტალღისებური გავრცელება
• პირველად წყაროზე დაყრდნობა. როგორ უნდა შევამოწმოთ ფოტო;
Google-ს გააჩნია ფოტოს ამოცნობის მექანიზმი და ეს Images.google.com -ზე გადასვლით Google Image Search-ში სურათის ატვირთვითაა შესაძლებელი
1) მსგავსი სურათი;
2) მასთან დაკავშირებული ტექსტი;
3) ვებგვერდი, სადაც განთავსებულია სურათი.
ნაბიჯი 1: შეინახეთ სურათი თქვენს კომპიუტერში (save as) საშუალებით, რომლის შემოწმებაც გსურთ Google Image Search-ში ნაბიჯი
         2. ატვირთეთ შენახული სურათი Google Image Search-ში ან შეამოწმეთ იგი პირდაპირ Google Chrome-ის მეშვეობით.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."